სერვისები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ უძრავი ქონების სრული სპექტრის მომსახურებას, რომელიც შექმნილია თქვენი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

ინტეგრირებული და მიზანმიმართული მიდგომით, ჩვენ გთავაზობთ სრულად მომზადებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამარტივებს უძრავი ქონების შესყიდვა-ქირავნობის ყოველ ეტაპს.

Business Plan

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოველი წარმატებული ბიზნესი იწყება გამართული გეგმიდან. ჩვენი ბიზნეს გეგმის მომსახურება შექმნილია იმისათვის, რომ კომპანიებს დაეხმაროს საკუთარი ხედვის მკაფიოდ განსაზღვრაში, სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირებაში და წარმატებისკენ მიმავალი რეალური გზის შექმნაში.

01.

რას გთავაზობთ:

  1. სიღრმისეული ანალიზი:
    ვატარებთ თქვენი სექტორის სრულ ანალიზს, ვადგენთ ბაზრის ტენდენციებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. ეს გვაძლევს საშუალებას, ძირფესვიანად შევისწავლოთ თქვენი ბიზნესის გარემო და მისი სპეციფიკა.
  2. სტრატეგიული დაგეგმვა:
    მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენთან, რათა განვსაზღვროთ მოკლე და გრძელვადიანი ბიზნეს მიზნები. ვქმნით სტრატეგიულ “გზამკვლევს”, რომელიც წარმოადგენს საფეხურებს თქვენი ბიზნესის განვითარების თითოეული ეტაპისთვის.
  3. ფინანსური სტრუქტურირება:
    ვამუშავებთ მყარ და რეალისტურ ფინანსურ პროგნოზებს, რომლებიც ასახავს თქვენს ბიზნეს სტრატეგიას. ეს პროგნოზები უზრუნველყოფს ფინანსური პოტენციალის მკაფიო ხედვას და უწყობს ხელს ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას.
  4. მთავარი მესიჯის ჩამოყალიბება:
    გარდა ფინანსური მონაცემების წარდგენისა, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თქვენი კომპანიის მთავარი მესიჯის ფორმულირებას. თქვენი უნიკალური და გამორჩეული ღირებულების მკაფიო კომუნიკაცია აუცილებელია ინვესტორების, პარტნიორებისა და კლიენტების მოსაზიდად.

დინამიკური განახლებები:
ჩვენი ბიზნეს გეგმები არის დინამიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ადაპტირდება ბაზრის ცვალებად პირობებთან. რეგულარულად ვახორციელებთ განახლებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი სტრატეგია კვლავ შეესაბამება ბიზნეს მიზნებსა და ბაზრის ტენდენციებს.

კომერციული

ჩვენი კომპეტენცია კომერციულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში (PR) ხელს უწყობს თქვენი კომპანიის გამოკვეთას ბიზნეს გარემოში. ვქმნით მიზნობრივ საკომუნიკაციო სტრატეგიებს, რომლებიც ზრდის თქვენი ბრენდის ხილვადობას და აყალიბებს პოზიტიურ ურთიერთობებს თქვენს აუდიტორიასთან.

02.

რას გთავაზობთ:

  1. კომუნიკაციის სტრატეგია:
    მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენთან, რათა შევიმუშაოთ მკაფიო და თანმიმდევრული საკომუნიკაციო სტრატეგია. განვსაზღვრავთ მთავარ მესიჯებს და ვაწვდით მათ სასურველ აუდიტორიას.  
  2. მედიასთან ურთიერთობების მართვა:
    ვაშენებთ და ვინარჩუნებთ პოზიტიურ ურთიერთობებს მედია არხებთან, რათა ვუზრუნველყოთ თქვენი ბიზნეს იდეის დადებითად გაშუქება. ვმართავთ ინტერვიუებს და ვიყენებთ სხვა მედია შესაძლებლობებს თქვენი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.
  3. ბრენდის პოზიციონირება:
    ვმუშაობთ იმისათვის, რომ თქვენი ბრენდი აღიქმებოდეს ლიდერად საკუთარ სფეროში. ვქმნით შთამბეჭდავ ნარატივებს, რომლებიც ხაზს უსვამს თქვენს უნიკალურობასა და ბაზარზე მოტანილ ღირებულებას.
  4. მონიტორინგი და ანალიზი:
    მუდმივად ვაკვირდებით თქვენი ბრენდის აღქმას მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე. გთავაზობთ დეტალურ ანგარიშებს განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობაზე და ვაცნობიერებთ სტრატეგიას საჭიროებისამებრ.

ქონების შეძენა

ჩვენი გამოცდილება უძრავი ქონების შეძენაში სცდება უბრალო ტრანზაქციას. ჩვენ ვეძებთ საინვესტიციო შესაძლებლობებს და გიკვალავთ გზას შესყიდვის პროცესში სრული პროფესიონალიზმითა და ინდივიდუალური მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ახალი ინვესტორი თუ გამოცდილი მყიდველი, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ყოველი ტრანზაქცია იყოს თქვენთვის მომგებიანი გადაწყვეტილება.

03.

რას გთავაზობთ:

  1. აქტიური კვლევა:
    ვატარებთ ბაზრის სიღრმისეულ კვლევას, რათა გამოვავლინოთ ხელსაყრელი შესყიდვის შესაძლებლობები. ვაანალიზებთ ტენდენციებს, ვაფასებთ კონკურენციას და ვპოულობთ უძრავ ქონებას მაღალი პოტენციალით.
  2. ქონების შეფასება:
    ვიყენებთ მოწინავე შეფასების მეთოდებს, რათა შესყიდვის ფასი ასახავდეს ქონების რეალურ ღირებულებას. ვაწარმოებთ სტრატეგიულ მოლაპარაკებებს თქვენთვის საუკეთესო პირობების მისაღებად.
  3. იურიდიული შემოწმება (Due Diligence):
    საფუძვლიანად ვამოწმებთ თითოეულ ქონებას – შევისწავლით იურიდიულ დოკუმენტებს, სტრუქტურულ მდგომარეობასა და სხვა კრიტიკულ ფაქტორებს, რათა გარიგება იყოს უსაფრთხო და გამჭვირვალე.
  4. ექსპერტული მოლაპარაკება:
    ჩვენი სპეციალისტების გუნდი გამოცდილია უძრავი ქონების კონტრაქტების მოლაპარაკებაში. ოპტიმიზაციას ვუკეთებთ შეთანხმების პირობებს, რათა გარიგება იყოს მაქსიმალურად მომგებიანი და თქვენთვის დამაკმაყოფილებელი.
  5. იურიდიული მხარდაჭერა:
    ვუზრუნველყოფთ იურიდიულ მხარდაჭერას შესყიდვის მთელ პროცესში. ვთანამშრომლობთ იურიდიული სფეროს პროფესიონალებთან, რათა გარიგების ყველა ეტაპი იყოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

რეგისტრაცია

ჩვენი გუნდი სპეციალიზებულია უძრავი ქონების რეგისტრაციის ყველა იურიდიული დეტალის მართვაში. ვახორციელებთ რეგისტრაციის პროცესს სიზუსტითა და ყურადღებით, რათა ყველა იურიდიული ასპექტი შესრულდეს ეფექტურად და წესების სრული დაცვით. თქვენი სიმშვიდე – ჩვენი პრიორიტეტია.

04.

რას გთავაზობთ:

  1. დოკუმენტაციის მართვა:
    ვზრუნავთ რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტზე — აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებიდან დაწყებული ოფიციალური ფორმების შევსებამდე.
  2. ურთიერთობა შესაბამის ორგანოებთან:
    გვაქვს რეგისტრაციის პროცედურების ძირეული ცოდნა და მყარი ურთიერთობა კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებთან. ეს საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვმართოთ პროცესი და თავიდან ავიცილოთ შეფერხებები.
  3. კანონთან შესაბამისობა:
    იურიდიული შესაბამისობა ჩვენთვის ფუნდამენტურია. დეტალურად ვამოწმებთ ყველა დოკუმენტს და ვუზრუნველყოფთ, რომ რეგისტრაციის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ადგილობრივ და ეროვნულ რეგულაციებს.
  4. ტრეკინგი და განახლებები:
    მუდმივად გაწვდით ინფორმაციას რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ. გთავაზობთ რეგულარულ განახლებებს და სრული გამჭვირვალობის გარანტიას, რათა ყოველთვის იცოდეთ თქვენი საქმის სტატუსი.

ინტერიერის დიზაინი

ჩვენ გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას, რომელიც გარდაქმნის სივრცეებს უნიკალურ და მიმზიდველ გარემოდ. ჩვენი პროფესიონალი დიზაინერების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს თქვენთან, რათა გაიგოს თქვენი გემოვნება და გადაიტანოს იგი რეალობაში. წარმოსახვიდან განხორციელებამდე, ჩვენ ვქმნით ინტერიერებს, რომლებიც ასახავს თქვენს სტილს და ამაღლებს ქონების ესთეტიკურ ღირებულებას.

05.

რას გთავაზობთ:

  1. სივრცის ანალიზი:
    ვატარებთ სივრცის სიღრმისეულ ანალიზს, მისი განლაგებისა და უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით. ეს საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ პერსონალიზებული დიზაინის გადაწყვეტები თითოეული ქონებისთვის.
  2. პერსონალიზებული დიზაინი:
    ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რათა შევქმნათ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას. კონცეფციიდან საბოლოო შესრულებამდე, თითოეული დეტალი დამუშავებულია ვიზუალური და ფუნქციური ეფექტის გასაზრდელად.
  3. ავეჯი და აქსესუარები:
    ვახორციელებთ ავეჯისა და აქსესუარების შერჩევასა და შეძენას, რათა სრულად დავასრულოთ ინტერიერის დიზაინი. ვირჩევთ ელემენტებს, რომლებიც ამდიდრებს სივრცის ატმოსფეროს და მატებს ელეგანტურობას.
  4. სივრცის ოპტიმიზაცია:
    ვაუმჯობესებთ სივრცის განლაგებას, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მისი პრაქტიკული გამოყენება. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული და ფუნქციური გარემო, რომლითაც კმაყოფილი დარჩება მომავალი მაცხოვრებელი.
  5. ფოტოგრაფია და პრეზენტაცია:
    ვთანამშრომლობთ პროფესიონალ ფოტოგრაფებთან, რათა საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ინტერიერის დიზაინი. ყოველი ქონება წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ფოტოებით.

ქონების მენეჯმენტი

ჩვენი გამოცდილება ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სფეროში მოიცავს სერვისების სრულ სპექტრს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას. ბუღალტერიიდან ადამიანური რესურსების მართვამდე — ჩვენ აქ ვართ, რათა გავამარტივოთ თქვენი წარმატების გზა.

06.

რას გთავაზობთ:

  1. ქირავნობის მართვა:
    ვახორციელებთ ქირავნობის პროცესის სრულ მართვას — მოიჯარეთა შერჩევიდან ქირის ამოღებამდე. ვუზრუნველვყოფთ გამართულ ფინანსურ ოპერაციებს.
  2. მოვლა და რემონტი:
    ვაკოორდინირებთ ქონების მოვლისა და სარემონტო სამუშაოებს, რათა თქვენი ობიექტი იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვთანამშრომლობთ კვალიფიციურ სპეციალისტებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა სამუშაო სრულდება დროულად და ხარისხიანად.
  3. კომუნიკაცია მოიჯარეებთან:
    ვინარჩუნებთ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას მოიჯარეებთან. ვპასუხობთ მათ საჭიროებებსა და კითხვებს დროულად, რაც ქმნის ჰარმონიულ გარემოს და ზრდის მათი კმაყოფილებისა და ერთგულების დონეს.
  4. დოკუმენტაციის ადმინისტრირება:
    ვმართავთ ქონების ქირავნობისთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას — მათ შორის იჯარის ხელშეკრულებების მომზადებას, რეგისტრაციასა და სხვა ბიუროკრატიულ საკითხებს. ვუზრუნველვყოფთ იურიდიულ შესაბამისობას ყველა ეტაპზე.
  5. დეტალური ფინანსური ანგარიშგება:
    გაწვდით დეტალურ ფინანსურ ანგარიშებს, რათა ყოველთვის იცოდეთ თქვენი ქონების ფინანსური შედეგები. გამჭვირვალობა ჩვენი მენეჯმენტის ფილოსოფიის საფუძველია.